ლეგენდების ტურნირში "დინამო თბილისის" გუნდმა ლევერკუზენის "ბაიერი" დაამარცხა, ანგარიშით - 4:2.
ოთხი გოლიდან ერთ-ერთი გუნდის კაპიტანმა კახა კალაძემ გაიტანა.
გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ლეგენდათა ტრადიციული ტურნირი იმართება, რომელშიც "დინამო თბილისი" მონაწილეობს. გუნდის კაპიტანი კახა კალაძეა. დღეს "დინამო თბილისი" "შალკეს" შეხვდება.