რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 11 ვირუსული პაციენტი მკურნალობს. ექიმების ინფორმაციით, გასულ კვირასთან შედარებით, პაციენტების ნაკადი მომატებულია. მიუხედავად ამისა, როგორც კლინიკაში აცხადებენ, გასულ წელთან შედარებით სტატისტიკა შემცირებულია.
ყოველდღიურად, საშუალოდ 80-მდე ბავშვი შეჰყავთ გრიპის ვირუსით იაშვილის კილინიკაში. ექიმების განცხადებით, დეკემბრის შემდეგ მიმართვიანობა გაზრდილია. მომატებულია ჰოსპიტალიზაციის რაოდენობაც. მედიკოსების თქმით, სტატისტიკის მატების მუხედავად, გართულებები არ არის.