09 ოქტომბერი 2024,   06:23
ვრცლად
არმანი მოდის სამყაროში მოღვაწეობის 40 წლის იუბილეს აღნიშნავს

ჯორჯიო არმანი მოდის სამყაროში მოღვაწეობის 40 წლის იუბილეს აღნიშნავს.

იტალიელ დიზაინერს იუბილე ასობით ცნობილმა ადამიანმა მიულოცა.

გალა – საღამოზე მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ლეონარდო დიკაპრიო, კეიტ ბლანშეტი, სოფი ლორენი, ტინა ტერნერი , პირს ბროსნანი და სხვა ვარსკვლავები, რომლებიც არმანის მოდის სახლის მომხმარებლები არიან. საიუბილეო გალა–საღამო მილანის ექსპო–გალერიში გაიმართა, სადაც ჯორჯიო არმანის მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმში წარმოდგენილია ასობით ნამუშევარი, რომელიც დიზაინერმა 40 წლიანი მოღვაწეობისას შექმნა.

დღის ამბები