21 დეკემბერი 2024,   15:35
ვრცლად
ზურაბ ქადაგიძე - გაპარტახებული ოპოზიციისა და გამარგინალებული არასამთავრობო სექტორის გამო, პროცესების რეალური დამკვეთები გამოვიდნენ სააშკარაოზე, სხვა გზა აღარ დარჩათ, პირდაპირი ღია შეტევა დაიწყეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ

"ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის გერმანიის გაერთიანების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლას ეხმიანება, სადაც ქართველებს მიმართა და აღნიშნა: „თქვენ დგახართ ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის და 30-წლიანი პრივილეგირებული პარტნიორობის დაკარგვის წინაშე - ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული”.

როგორც ქადაგიძე წერს, ღია შეტევა დაიწყეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. დავალება გაცემულია - 27 ოქტომბრიდან უნდა დაიწყონ საბოლოო ბრძოლა, საქართველოს სრულ დამორჩილებამდე.

„სხვას კი არ ვსაუბრობთ ჩვენ?!
“აგენტოკრატია”, რომელიც 2003-2012 წლებში, საქართველოში იყო დამკვიდრებული, სწორედ ასე ფუნქციონირებდა!
აბსოლუტურად ყველა კითხვას გაეცა პასუხი:
- ვინ მოგვახვია თავს “კოჰაბიტაცია”?!
- ვინ ცდილობდა სასამართლოზე დაკარგული გავლენების აღდგენას, “ვეტინგის” საშუალებით?!
- ვინ ახალისებდა რადიკალიზაციას?!
- ვინ აძლიერებდა არასამთავრობო სექტორს საქართველოს წინააღმდეგ?!
- ვინ შემოაპარა სააკაშვილი საქართველოში?!
- ვინ ნიშნავდა უკრაინის თანამდებობებზე, დამნაშავე პერსონებს?!
- ვინ ებრძვის საქართველოს სუვერენიტეტს?!
გაპარტახებული ოპოზიციისა და გამარგინალებული არასამთავრობო სექტორის გამო, პროცესების რეალური დამკვეთები გამოვიდნენ სააშკარაოზე!
სხვა გზა აღარ დარჩათ, პირდაპირი ღია შეტევა დაიწყეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ!
დავალება გაცემულია - 27 ოქტომბრიდან უნდა დაიწყონ საბოლოო ბრძოლა, საქართველოს სრულ დამორჩილებამდე, თუმცა ერთი მთავარი ავიწყდებათ - ქართველი ხალხი იმაზე ბრძენია, ვიდრე ამ საცოდავებს წარმოუდგენიათ.
შევხვდებით არჩევნებზე!
P.S. ჰო, დეგნანმა, რომ მოსამართლე დაიბარა და დატუქსა, ვიზიტები გაუუქმა და მერე გაირკვა - ამერიკის საელჩოს წარმომადგენელს არაოფიციალური ოთახიც, რომ ჰქონდა სასამართლოში, უწყების უფრო ეფექტურად საკონტროლებლად - როგორ ვიკადრებდით მაგასო არა?
P.S.S წარმოიდგინეთ, ესენი ახლა რა დღეში არიან და კულისებში რას აღარ იკადრებდნენ?!“-წერს ქადაგიძე.

დღის ამბები