21 დეკემბერი 2024,   16:15
ვრცლად
სამი დღე მნიშვნელოვან მატჩამდე - 11 ოქტომბერს, ეროვნული ნაკრები ქართველი გულშემატკივრის გახარებას, უკრაინის ნაკრების დამარცხებით შეეცდება

სამი დღე მნიშვნელოვან მატჩამდე - 11 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ქართველი გულშემატკივრის გახარებას, ამჯერად, უკრაინის ეროვნული ნაკრების დამარცხებით შეეცდება.

ეროვნული გუნდი უკვე მეორე დღეა პოლონეთში იმყოფება და ქალაქ პოზნანში ვარჯიშობს. საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლს გუნდში ერთი ახალწვეული ჰყავს - გიორგი გულიაშვილი, რომელიც ბოსნიურ "სარაევოში" თამაშობს.

უკრაინის ნაკრები რთული მეტოქეა, თუმცა საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან მატჩში ბევრი დანაკლისი აქვთ. მიუხედავად ამისა, ომში მყოფი ქვეყნის გუნდი, რომელიც იძულებულია, ნეიტრალურ სტადიონზე ითამაშოს, ყველაფერს გააკეთებს, რომ თამაში არ წააგოს; საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კი, უკრაინასთან გამარჯვების გარდა, სტატისტიკის გამოსწორებაც მოუწევთ.

უკრაინელებმა დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, 9-დან 6 შეხვედრაში დაგვამარცხეს.

ავტორები: ლაშა დვალიშვილი, ლაშა ბერძენიშვილი. 

დღის ამბები