11 ნოემბერი 2024,   05:19
ვრცლად
თბილისის ქუჩებში, "ნაციონალური მოძრაობის" ახალი საარჩევნო გზავნილები გამოჩნდა - სახელისუფლებო პარტიისთვის ოპონენტების ბანერების შინაარსი სიძულვილის ენის ნათელი მაგალითია

თბილისის ქუჩებში დღეს, "ნაციონალური მოძრაობის" ახალი საარჩევნო გზავნილები გამოჩნდა. "აირჩიე ერთიანობა, მოაშორე ბიძინა და ქართული ოცნება" - ამ შინაარსის ბანერები დილიდან რამდენიმე ლოკაციაზე განთავსდა. "ნაციონალურ მოძრაობაში" სლოგანს სრულად იზიარებენ და დროულადაც მიაჩნიათ. წინასაარჩევნო დევიზში კი, კოალიციის წევრები, ზიზღის ენას ვერ ხედავენ.

"ნაციონალური მოძრაობის" ახალი ბანერების შინაარსი სიძულვილის ენის ნათელი მაგალითია სახელისუფლებო პარტიისთვის, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მათი ოპონენტების ბრძოლის ამ ფორმას არჩევნებზე შედეგი მაინც არ ექნება. "ქართული ოცნება", ახლა საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მოუწოდებს საკუთარ ანგარიშებში აღნიშნული ფაქტი აღწერონ.

სხვა ოპოზიციური პარტიების ერთი ნაწილისთვის ქუჩებში გამოკრული ბანერების შინაარსი საინტერესო და მნიშვნელოვანი არ არის, მეორე ნაწილი კი, მასში პრობლემას ვერ ხედვას.

სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ახალი ბანერები ოპოზიციის მხრიდან წარმოებულ სიძულვილის კამპანიაზე მიუთითებს. "ქართული ოცნებაში" იმასაც ფიქრობენ, რომ მსგავსი გზავნილები ქვეყანაში პოლარიზაციას უფრო მეტად აღრმავებს.

2024 წლის არჩევნებამდე სულ ცოტა დრო რჩება, პოლიტიკური პარტიები საარჩევნო კამპანიის ბოლო ფაზაში არიან. ზუსტად 18 დღეში ამომრჩეველი საკუთარ არჩევანს საარჩევნო ყუთთან გააკეთეს.

დღის ამბები