11 ნოემბერი 2024,   04:40
ვრცლად
რასა იუკნევიჩიენე - საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებისკენ

ევროპარლამენტის დეპუტატი ლიეტუვიდან, რასა იუკნიავიჩინე საქართველოს მთავრობას მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

"ევროპარლამენტი უგზავნის ძალიან მკვეთრ მესიჯს ბიძინა ივანიშვილს.ევროკავშირის წევრობა შეუთავსებელია მათ პოლიტიკასთან. ევროპარლამენტი ყურადღებით დააკვირდება მომავალ არჩევნებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ არჩევნები უნდა იყოს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში.

თუ "ქართული ოცნება" გააგრძელებს ლუკაშენკოს გზით სვლას, ევროკავშირი იძულებული იქნება, მოახდინოს
რეაგირება და გადაიაზროს საქართველოს სრული ინტეგრაცია, უვიზო რეჟიმის ჩათვლით. მოგიწოდებთ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასწრაფო გათავისუფლებისკენ. საქართველოს მთავრობა უნდა იყოს პასუხისმგებელი ნებისმიერ ზიანზე, რომელიც სააკაშვილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ეხება," - აცხადებს რასა იუკნიავიჩინე.

დღის ამბები