08 ოქტომბერი 2024,   22:20
ვრცლად
ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ გელათთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილის შეეჯახა. მიღებული ტრავმის შედეგად 60 წლამდე კაცი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე პირი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მძიმედ არის დაშავებული კიდევ ერთი პირი.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები