21 დეკემბერი 2024,   16:29
ვრცლად
P Diddy-ის სკანდალური საქმის სასამართლო პროცესი დღეს იწყება - რა ხდებოდა "თეთრ წვეულებებზე" (მოვლენების ქრონოლოგია)

P Diddy-ის სკანდალური საქმის სასამართლო პროცესი, დღეს - 9 ოქტომბერს დაიწყება.

რა არის ცნობილი P Diddy-ს ბრალდებების შესახებ 

P Diddy / Puff Daddy (რეალური სახელი Sean Combs) - ჰოლივუდში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჰიპ-ჰოპ პროდიუსერად მიიჩნევა. მან რეპერისა და პროდიუსერის კარიერა ჯერ კიდევ 90-იანებში დაიწყო, შემდგომ კი ყველაზე მდიდარ და გავლენიან ფიგურად იქცა ჰიპ-ჰოპ ინდუსტრიაში და იყო ერთ-ერთი, ვინმაც ეს ინდუსტრია პრესტიჟული გახადა. 

შონ კომბსმა დააარსა ლეიბლი Bad Boy Records და მისი არსებობის პერიოდში P Diddy მუშაობდა ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან Notorius B.I.G (Biggie), Justin Bieber, Usher, J Lo, Mary Jane Blige, Lil Kim, Faith Evans და ასევე - Cassie (Casandra Ventura).

ათწლეულების განმავლობაში, შონ კომბსის "იმპერია" იზრდებოდა და მათ სიაში, მუსიკის გარდა, იყო პოპულარული ბრენდები, ალკოჰოლური სასმელები და რეალითი შოუებიც.

წლის სკანდალი ჰოლივუდში მას მერე "გასკდა", რაც მისი ერთ-ერთი გავლენიანი პირი P Diddy დააკავეს და მრავალი ბრალდება წაუყენეს.

ეკუთვნის თუ არა Amazon-ზე გამოქვეყნებული მემუარები P Diddy-ს გარდაცვლილ პარტნიორს. 

მას შემდეგ, რაც P Diddy-ს ირგვლივ ჰოლივუდური სკანდალი დატრიალდა, სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა ამერიკულ გამოცემაში დანაშაულის შესახებ სხვადასხვა ვერსია ვრცელდება - რომელია მათგანი სიმართლე, და რომელი - არა, სავარაუდოდ, შონ კომბსის სასამართლო პროცესების დაწყების შემდეგ გახდება ცნობილი.

მანამდე კი, სოციალურ ქსელში ვრცელდება პაფ დედდის ყოფილი პარტნიორის, Kim Porter-ის სავარაუდო "მემუარები", რომელმაც ინტერნეტმომხმარებლები აალაპარაკა.

პიროვნებამ, რომელიც შონ კომბსის მეუღლის მემუარების გამოქვეყნების უკან დგას, Rolling Stone-ს განუცხადა, რომ წიგნის ვალიდურობას ვერ ადასტურებს, რადგანაც, წყაროს თქმით, მან მეხსიერების ბარათი, რომელშიც წიგნი იყო ჩატვირთული "მუსიკალური ინდუსტრიის" ორი წყაროსგან მიიღო. Todd Christopher Guzze ამტკიცებს, რომ "სჯერა წიგნში არსებული შინაარსის სიმართლის".

Todd Christopher Guzze-ის აცხადებს, რომ ჩანაწერები მის ხელში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც Cassie Ventura-მ შონ კომბსის წინააღმდეგ ფედერალური სარჩელი შეიტანა.

59-გვერდიანი წიგნი, სახელწოდებით KIM"S LOST WORDS: A journey for justice, from the other side, დამოუკიდებლად იყო ატვირთული Amazon-ის პლატფორმაზე. წიგნი P Diddy-სა და Kim Porter-ის ურთიერთობაზე მოგვითხრობს. კიმი 2018 წელს პნევმონიით გარდაიცვალა.

კიმის ბეჭდურმა შეცდომებმა, ფაქტობრივმა უზუსტობებმა და დაუჯერებელმა განცხადებებმა, რომლებიც "დიდ სახელებთან" იყო კავშირში, წიგნის გამოშვებისას დიდი ინტერესი ვერ გამოიწვია, თუმცა შონ კომბსის დაკავების შემდეგ 22$-ის ღირებულების წიგნმა Amazon-ის ბესტსელერთა სიაში პირველი ადგილი დაიკავა და ისეთ ავტორებს გაუსწრო, როგორებიც არიან ნიკოლას სპარქსი, ჰილარი კლინტონი და ინა გარტენი.

სავარაუდო მემუარები სექსუალური ძალადობის ბრალდებების შინაარსით, სწრაფად გავრცელდა და დიდი რაოდენობის მკითხველი მოიზიდა, განსაკუთრებით კი ჰოლივუდის სკანდალის ფონზე, რომელიც P Diddy-ს გარშემო ტრიალებს.

კიმ პორტერის ოჯახის წევრები და მეგობრები ამტკიცებენ, რომ წიგნის შინაარსი არ შეესაბამება სიმართლეს და მას ყალბს უწოდებენ. კიმ პორტერის ყოფილი პარტნიორის AI B. Sure-ის თქმით, რომელსაც გარდაცვლილი კიმთან საერთო ვაჟიშვილი ჰყავს, სარჩელს შეიტანს მათ წინააღმდეგ, ვინც "მემუარების" გამოქვეყნებაზე არიან პასუხისმგებელნი. AI B. Sure-ის ადვოკატმა Rolling Stone-თან დაადასტურა, რომ მხარე ითხოვს სასწრაფოდ შეწყდეს წიგნის გავრცელება.

KIM"S LOST WORDS-ის წიგნის ნამდვილობას ვერც ვერავინ ადასტურებს და ვერც უარყოფს, თუმცა, ჯერჯერობით, Amazon-ის პლატფორმაზე ის კვლავ გაყიდვაშია. P Diddy-ს გარშემო აგორებული სკანდალის შემდეგ, წიგნზე სწორედ ინტერნეტსივრცეში ალაპარაკდნენ.

P Diddy-ის ასობით ბრალდებას შორის არის 9 წლის ბიჭზე სექსუალური ძალადობის საქმეც.

ადვოკატის თქმით, ამ ეტაპზე, P Diddy-ს წინააღმდეგ, აშშ-ის მასშტაბით შესულ 3 800-მდე სარჩელს ამოწმებენ.

ბაზბი აპირებს თავად შეამოწმოს ყველა სამოქალაქო სარჩელი, ვიდრე ისინი გამოძიებას გადაეცემა, სარჩელებში კი შონ კომბს, იგივე  P Diddy-ს შემდეგ საქმეებზე ადანაშაულებენ: სექსუალური თავდასხმა და გაუპატიურება, სექსუალური შევიწროვება, კონტროლირებადი ნივთიერებით სექსუალური იძულება, პროსტიტუციაში ჩათრევა, ვიდეოჩანაწერების გავრცელება და არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ძალადობა.

 

ადვოკატის თქმით, ამ დროისთვის გადამოწმებულია 120 სარჩელი და ისინი ოფიციალურად მიღებულად ითვლება. ტონი ბაზბის ინფორმაციითვე, მიღებული საჩივრების ნახევარი მამაკაცებისგან, მეორე ნახევარი კი ქალებისგან არის შემოსული. მოსარჩელეების 62%  საკუთარ თავს აფროამერიკელებად, 30% კი თეთრკანიანებად აიდენტიფიცირებს. 120-დან 25 კლიენტმა განაცხადა, რომ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის მომენტში, ისინი არასრულწლოვნები იყვნენ.

სავარაუდო დანაშაულებრივი თავდასხმები, ბოლო 25 წლის განმავლობაშია ჩადენილი. მსხვერპლთა ადვოკატის თქმით, მათი უმრავლესობა 2015 წლიდან ჩაიდინეს.

ტონი ბაზბის თქმითვე, ადვოკატებმა კლიენტებისგან მიიღეს ნივთმტკიცებები ფოტო და ვიდეო-მასალებისა და ტექსტის სახით, რომლებიც საჩივრების შინაარსს ამტკიცებს.

ადვოკატმა გამართულ ბრიფინგზე ასევე განაცხადა, რომ მის ოფისში 3 200-მდე ზარია შესული P Diddy-ის სავარაუდო მსხვერპლებისგან. მათი გუნდი საჩივრების გადმოწმებით არის დაკავებული. ასევე, მათთან ერთად მუშაობს ყოფილი დეტექტივი ჰიუსტონის პოლიციიდან, განსაკუთრებულად მძიმე ვითარებებში ჩადენილი დანაშაულობების მიმართულებით.

"დანაშაულობების უმეტესობა ჩადენილი იყო წვეულებებზე ან წვეულებების შემდეგ, ახალი ალბომის პრემიერების წვეულებებზე, ახალი წლის წვეულებებზე და ასევე ე.წ. თეთრ წვეულებებზე," - განაცხადა ტონი ბაზბიმ პრესკონფერენციაზე.

ადვოკატის თქმით, სავარაუდო მსხვერპლების უმეტეს რაოდენობაზე გადამწყვეტი როლი სწორედ ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენებას ჰქონდა. მან ასევე დაასახელა ნივთიერების სახელწოდებაც და აღნიშნა, რომ ნივთიერებას ცხენების ტრანკვილიზაციისთვის იყენებენ.

P Diddy-ს დედამ დუმილი დაარღვია - ჯენის კომბსი შვილის დაკავების შემდეგ პირველი განცხადება გაავრცელა. 

“მე თქვენთან მოვედი როგორც დედა, რომელიც ჩემი შვილის მიმართ წაყენებული ბრალდებების გამო დაცარიელებული და ღრმად დადარდიანებული ვარ,“ - აღნიშნა მან.

 

 

დღის ამბები