18 ნოემბერი 2024,   10:55
ვრცლად
"ეს არის პოლიტიკური დევნა" - დღეს 20 ივნისის აქციის დროს დაკავებულის სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს 20 ივნისის აქციის დროს დაკავებული 4 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება. ბესიკ თამლიანს, ცოტნე სოსელიას, კახა კუპრეიშვილსა და ზურაბ ბუდაღაშვილს სამართალდამცავები ჯგუფურ ძალადობაში ადანაშაულებენ. დღეს სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევს. 

ადვოკატი ვახტანგ იაშვილი პროცესს პოლიტიკურად მართულს უწოდებს და აცხადებს, რომ ამის გამო ბრალდებულები პროცესს არ დაესწრებიან. 

"ბრალდება არ არის ორიგინალური და დღეს კვლავ პოლიციელთა დაკითხვა მოგვიწევს. ამ პროცესისგან რაიმე მნიშვნელოვანს არ ველოდები. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური დევნა. ამის გამო, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებმა გადაწყვიტეს, რომ პროცესზე აღარ იარონ. ეს კომედიური ჟანრის თეატრალური დადგმაა იმ ბიჭების წინააღმდეგ, ვინც ჩვენი ქვეყნის ღირსებას 20 ივნისს იცავდა,"-განაცხადა ვახტანგ იაშვილმა. 

დღის ამბები