თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხების გაცემას "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" ითხოვს.
EMC-ის დირექტორი თამთა მიქელაძე აცხადებს, რომ სპეცრაზმელები ხელახლა უნდა დაიკითხონ, რადგან მათთვის ბევრი მნიშვნელოვანი კითხვა ჯერაც არ დაუსვამთ.
"მოვითხოვთ სპეცრაზმელების ნაწილის ხელახალ დაკითხვას, იმიტომ, რომ ჩანს - ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი შეკითხვა მათ მიმართ არ არის დასმული. ამავდროულად, ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება და იმ სიტუაციის აღდგენა, რომელიც სპეცოპერაციის დაწყებას და ოთახში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება და იმის შეფასება, თუ რამდენად შეესაბამება სხვა მტკიცებულებებს და, მთლიანობაში, რეალობას ის ჩვენებები, რომელიც სპეცრაზმელებმა მისცეს,"- განაცხადა თამთა მიქელაძემ.