უცნობია, გაუფორმდებათ თუ არა 20 ივნისის აქციის დროს დაკავებულ ცოტნე სოსელიასა და კახაბერ კუპრეიშვილს საპროცესო შეთანხმება.
პროკურატურა განმარტებას ამ დრომდე არ აკეთებს. ბრალდებულები კი, უკვე რამდენიმე დღეა, შიმშილობენ და ამბობენ, რომ მათი პატიმრობა უკანონოა.
მათთან ერთად დღეს სასამართლო პროცესზე პროტესტის ნიშნად არ გამოცხადდნენ ბესიკ თამლიანი და ზურაბ ბუდაღაშვილი.
ამ ეტაპზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და მოწმეები იკითხებიან, არცერთი პირი სასამართლო პროცესს არ ესწრება.
უფლებადამცველი ვახტანგ იაშვილი მოწმეებზე და საქმის პოლიტიკურ ნიშნებზე საუბრობს, მისი თქმით, სასამართლო პროცესებს მართლმსაჯულებასთან არავითარი კავშირი აქვს.
"სავარაუდოდ, ორი - სამი მოწმე დაიკითხება და ალბათ ისევ არაფრის მომცემი იქნება ეს ჩვენებები. დარწმუნებული ვარ, ეს ჩვენებები ვერაფერს დაადასტურებს. ამ პროცესს არაფერი აქვს საერთო მართლმსაჯულებასთან და პოლიტიკური ნიშნები იკვეთება,"-აცხადებს ვახტანგ იაშვილი.