ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს გაგრძელდება.
პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვა გაგრძელდება.
კალანდიას უფლებადამცველის ზურაბ თოდუას განცხადებით, გამოიკვეთა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პირების ბრალეულობა. ადვოკატი პროკურატურას მიმართავს და სამართალდამცველების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს.
"შსს-ს პირდაპირ მოვთხოვ იმ პოლიციელების პასუხისმგებლობის დაყენებას, რომელთა უუნარობით და უმოქმედობით გაჩნდა უამრავი კითხვის ნიშანი," - განაცხადა ზურაბ თოდუამ.