პოლიტიკური მოძრაობა "ლელო საქართველოსთვის" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ადასტურებს, რომ ვახტანგ რობაქიძე, რომელმაც წუხელ პარლამნეტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა მისი პარტიის აქტივისტია.
ხაზარაძე აღნიშნავს, რომ ინციდენტის დეტალები მათთვის უცნობია, თუმცა გაერკვევიან.
მისივე ინფორმაციით, ვახტანგ რობაქიძე, რამდენიმე წლის წინ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წევრი იყო. მამუკა ხაზარაძის შეფასებით, დასადგენია, თუ რამ გამოიწვია დაპირისპირება ყოფილ თანაპარტიელებს შორის.
ხაზარაძე აღნიშნავს, რომ მისთვის ყოველგვარი ძალადობა მიუღებელია.
შემთხვევა გუშინ, ბაკურიანში ერთ-ერთ რესტორანში მაშინ მოხდა, როდესაც დეპუტატი ოჯახთან ერთად სავახშმოდ იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად დაკავებულია ერთი პირი. მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციული წესით მიმდინარეობს.