21 დეკემბერი 2024,   18:46
ვრცლად
ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულისთვის პროკურატურა 7-ათას ლარიან გირაოს ითხოვს

ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებული ვახტანგ რობაქიძის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა.

რა გადაწყვეტილებას მიღებს მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების საკითხზე, რამდენიმე წუთში გაირკვევა. მამაკაცს ბრალი დაუმძიმეს. პროკურატურა 7-ათას ლარიან გირაოს ითხოვს, ადვოკატი კი ირწმუნება, რომ საქმეში ბრალდებას მტკიცებულებები არ აქვს.

ინციდენტი ბაკურიანის ერთ-ერთ რესტორანში მოხდა, სადაც დეპუტატი ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. თვითმხილველების ინფორმაცით, ანრი ოხანაშვილს მოქალაქემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

დღის ამბები