21 დეკემბერი 2024,   18:55
ვრცლად
ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულს 7-ათას ლარიანი გირაო შეეფარდა

ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს 7-ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

დაცვის მხარე მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება და მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლოა. 

რობაქიძის ადვოკატის ინფორმაციით, პოლიციის მხრიდან განხორციელდა ფიზიკური ზეწოლა, რაზეც სახელმწიფო ინდპექტორმა მოკვლევა უკვე დაიწყო. მოსამართლის გადაწყვეტილებას ადვოკატი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

შეგახსენებთ, შემთხვევა 14 იანვარს ბაკურიანში ერთ-ერთ რესტორანში მაშინ მოხდა, როდესაც დეპუტატი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ოჯახთან ერთად ვახშმობდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი (მუქარა ),მეორე მუხლის გ ქვეპუნქტით (აესრულწლოვანის მიმართ მუქარა ) და 239 მუხლით მიმდინარეობს რაც ხულიგნობას გულისხმობს.

თავიდან რობაქიძე ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით, პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს,მან 3დღიანი პატიმრობა უკვე მოიხადა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 11 მარტს 15 საათზე ჩაინიშნა.

ამავე თემაზე
დღის ამბები