19 სექტემბერი 2026,   01:46
ვრცლად
ბექა ოდიშარია: დაუსჯელი არავინ დარჩება. უბრალოდ, პირდაპირ დამნაშავის იარლიყი არ მივაკეროთ ვინმეს, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია დედაქალაქის რამდენიმე ბაგა-ბაღში აღსაზრდელთა ინტოქსიკაციის საკითხს გამოეხმაურა. როგორც ბექა ოდიშარიამ განაცხადა, ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა მოწამვლა უკიდურესად უსიამოვნო ფაქტია.

"ჩვენი საქმიანობის მთავარი საგანი, რა თქმა უნდა, არის უსაფრთხოება და ამავე დროს უსაფრთხოებაზე კონტროლი. ჩვენი კომისია არის შესაბამისი სამსახურის კურატორი. საგამოძიებო სამსახურები ძალიან აქტიურად მუშაობენ. თუ რაიმე ტიპის დანაშაული მოხდა, მერწმუნეთ, რომ დაუსჯელი არავინ დარჩება. უბრალოდ, დამნაშავის იარლიყი პირდაპირ არ მივაკეროთ ვინმეს, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. სულ რამდენიმე დღეა საჭირო, რომ შესაბამისი დასკვნები გაკეთდეს. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში უაღრესად კეთილსინდისიერი ადამიანები მუშაობენ, რომლებიც თავად არიან აქტიურად ჩაბმულები საგამოძიებო პროცესში“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

დღის ამბები