სურამში ცოლის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს გვიან ღამით ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. მას განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებენ. სასამართლო აღმკვეთ ღონისძიებაზე, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.
მკვლელობა სურამში გუშინ მოხდა. პოლიციამ დანაშაულის იარაღი უკვე ამოიღო -
29 წლის ქალი ნაჯახითაა მოკლული. წინასწარი ინფორმაციით, ქმარმა ცოლს ცული თავში რამდენჯერმე ჩაარტყა. ბრალდებულს 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.