09 ოქტომბერი 2024,   06:23
ვრცლად
დღეს უკრაინაში ოდესის ტრაგედიის წლისთავს აღნიშნავენ

დღეს უკრაინაში ოდესის ტრაგედიის წლისთავს აღნიშნავენ. ქალაქში გლოვა გამოცხადდა. ხალხი იმ ადამიანებს იხსენებს, ვინც ერთი წლის წინ მაიდნის მოვლენების დროს პროფკავშირების სასახლეში ხანძრის შედეგად დაიღუპა.

ბოლო მონაცემებით, არეულობისა და ხანძრის შედეგად გასული წლის 2 მაისს ოდესაში 48 ადამიანი დაიღუპა, 200 კი დაშავდა.

უკრაინის გენერალურ პროკურატურამ ერთწლიანი გამოძიების შემდეგ განაცხადა, რომ ხანძარი შენობას შემთხვევით დაღუპულებმა წაუკიდეს.

პროკურატურის ინფორმაციით, გვამების დათვალიერებისას სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ ძალადობის კვალი ვერ გამოავლინა

დღის ამბები