09 ოქტომბერი 2024,   06:22
ვრცლად
ნეპალში კიდევ ერთი 5-ბალიანი მიწისძვრა მოხდა

დამანგრეველი მიწისძვრიდან 1 კვირის შემდეგაც კი ნეპალში განმეორებითი ბიძგები არ წყდება. დღეს დილით დაზარალებულ რეგიონში 5 მაგნიტუდის ბიძგები დაფიქსირდა.

ეპიცენტრი კატმანდუდან 90 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

ბოლო მონაცემებით, 25 აპრილს მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 6600–ს გადააჭარბა. არ არის გამორიცხული ამ რიცხვმა 10 ათასს მიაღწიოს.

ნეპალის მთავრობაში განაცხადეს, რომ სამაშველო ოპერაცია ისევ გრძელდება, თუმცა გადარჩენილების პოვნის იმედი მაშველებს აღარ აქვთ.

ნეპალის ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოებას დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას სთხოვს.

დღის ამბები