09 ოქტომბერი 2024,   06:29
ვრცლად
ფერადკანიანი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებული 6 პოლიციელი თავდებით გაათავისუფლეს

ბალტიმორში 6 პოლიციელი, რომლებსაც ფერადკანიანი ახალგაზრდის გარდაცვალებაში ადანაშაულებენ, თავდებით გაათავისუფლეს, თუმცა მანამდე მათ ბრალი წაუყენეს.

პროკურატურამ სამართალდამცველების ქმედებები და ფრედი გრეის დაკავება უკანონო სცნო, ხოლო დაკავებულის გარდაცვალება მკვლელობად შეაფასა.

ფრედი გრეი, რომელშიც კრიმინალურ სამყაროსთან კავშირში იყო ეჭვმიტანილი, დაკავების შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ის პოლიციის განყოფილებიდან გადაიყვანეს. მამაკაცს ხერხემლის დაზიანებები აღმოაჩნდა.

პროკურორის განცხადებით, პოლიციელებს გრეისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენა დროულად შეეძლოთ, თუმცა ეს არ გააკეთეს.

ტრაგიკული ინცინდენტი 12 აპრილს მოხდა, რასაც ბალტიმორში მასობრივი გამოსვლები და არეულობა მოჰყვა.

დღის ამბები