09 ოქტომბერი 2024,   06:27
ვრცლად
დამწვარი მანქანები და ჩამტვრეული ვიტრინები - მილანში ანტიგლობალისტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა

ექსპო 2015 გახსნის ცერემონია მილანში არეულობით დასრულდა. საგამოფენო ცენტრთან ანტიგლობალისტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა.

ანტიგლობალისტები მშვიდობიან აქციაზე შეიკრიბნენ და ღონისძიების ჩატარებას აპროტესტებდნენ, თუმცა მოგვიანებით მიტინგი არეულობაში გადაიზარდა. აქტივისტებმა მანქანები დაწვეს და შენობების ვიტრინები დაარბიეს.

სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და ათობით აქტივისტი დააკავეს. შეტაკებების შედეგად 11 პოლიციელი დაშავდა.

დღის ამბები