09 ოქტომბერი 2024,   06:23
ვრცლად
1 მაისის აღსანიშნავი აქციები მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში შეტაკებებისა და დაკავებების მიზეზი გახდა

პოლიციასთან შეტაკებებით და დაკავებებით დასრულდა საპირველმაისო აქციები მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში.

სიეტლში კაპიტალიზმის წინააღმდეგ მშვიდობიანი მარში სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქტივისტებმა პოლიციელებს ქვები დაუშინეს, პასუხად კი ძალოვანებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

წყლის ჭავლით დაშალეს საპირველმაისო მსვლელობა გერმანიაშიც. ჰამბურგში აქციაზე შეკრებილი ხალხი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვდა.

200-ზე მეტი აქტივისტის დაკავებით დასრულდა არეულობა სტამბოლში. მოვლენების ეპიცენტრი ტაქსიმის მოედანი გახდა, სადაც ხალხი 40 წლის წინ მომხდარი მასობრივი მკვლელობისას დაღუპულების გასახსენებლად შეიკრიბა. აქცია სტამბოლშიც ცრემლსადენი გაზით დაშალეს. შეტაკებებისას 18 ადამიანი დაშავდა.

დღის ამბები