09 ოქტომბერი 2024,   06:28
ვრცლად
აიოვას შტატში ფრინველის გრიპის ეპიდემიაა

აიოვას შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მიზეზი ფრინველის გრიპის ეპიდემია გახდა.

ექსპერტების განცხადებით, ვირუსის გავრცელებმა სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს. საგანგებო მდგომარეობისას კი სპეციალურ სამსახურს კერძო მესაკუთრეებისაგან დაავადებული ფრინველების განადგურების უფლება ეძლევათ. ფერმები კი, სადაც დაავადება გამოვლინდება, კარანტინში მოექცევა.

აიოვას შტატი ქათმის ხორცისა და კვერცის წარმოების ლიდერი შტატია ამერიკაში. ის მესამე შტატი გახდა მინესოტასა და ვისკონსინის შემდეგ, სადაც ვირუსის ეპიდემიის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

რამდენიმე ქვეყანამ შეერთებული შტატებიდან ქათმის ხორცის იმპორტი უკვე აკრძალა. 

დღის ამბები