09 ოქტომბერი 2024,   06:30
ვრცლად
ავსტრალიაში ძლიერ შტორმს მსხვერპლი მოჰყვა

ავსტრალიაში ძლიერ შტორმს მსხვერპლი მოჰყვა. სტიქია ქვინსლენდის რეგიონს დაატყდა თავს, სადაც გადაუღებლად წვიმდა და ძლიერი ქარი იყო.

რეკორდულ ნალექს წყალდიდობაც მოჰყვა, დაიტბორა რამდენიმე დასახლება.

წინასწარი მონაცემებით, უამინდობას 5 ადამიანი ემსხვერპლა. მაშველების ინფორმაციით ისინი იმ მანქანაში იმყოფებოდნენ, რომელიც ქალაქ ბრისბენის მახლობლად წყლის ძლიერმა ნაკადმა გაიტაცა და ამოაყირავა.

მეტეოროლოგების პროგნოზით, უამინდობა რეგიონში კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება.

დღის ამბები