09 ოქტომბერი 2024,   06:20
ვრცლად
ედვარდ სნოუდენს, ჯულიან ასანჟს და ჩელსი მენინგს ბერლინში ძეგლი დაუდგეს

ედვარდ სნოუდენს, ჯულიან ასანჟს და ჩელსი მენინგს ბერლინში ძეგლი დაუდგეს.

სამ პირს, რომლებმაც შეერთებული შტატების დაზვერვისა და სამხედრო საიდუმლო დოკუმენტები საჯარო გახადეს, მემორიალი ორგანიზაციამ "რეპორტიორები საზღვრების გარეშე" ძეგლი დაუდგა.

მემორიალის სახელწოდება ამ სამი პიროვნების საქმიანობიდან გამომდინარე შეირჩა და მას "ყველაფერი ითქმის" დაერქვა.

ორგანიზაციამ ამავე სახელწოდების ინტერნეტგვერდიც აამუშავა.

ძეგლები მოქანდაკე დევიდ დორმინოს დაუკვეთეს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, მემორიალი მობილურია, რაც საშუალებას აძლევს, მათ ბერლინის შემდეგ ძეგლები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში გამოფინონ.

დღის ამბები