20 აპრილი 2024,   03:31
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი დღეს გაიმართება

ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს. პროცესი ბრალდების მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება.

ადვოკატის განცხადებით, ოქრუაშვილის ბრალეულობას ვერცერთი მოწმე ვერ ადასტურებს. მას 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მონაწილეობას ედავებიან.

"გრძელდება უაზრო სიარული სასამართლოზე და სახელმწიფო რესურსი უაზროდ იხარჯება. მოჰყავთ მოწმეები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ირაკლი ოქრუაშვილთან შემხებლობა არ ჰქონიათ,"- განაცხადა მამუკა ჭაბაშვილმა.

დღის ამბები