18 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
ხმების დათვლა მორგებული აქვთ, რომ მუდმივად იყვნენ - ირაკლი აბუსერიძე რაგბის კავშირის ხელმძღვანელობას აკრიტიკებს

ქართულ რაგბიში ცვილებების დროა - განცხადებას რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი აკეთებს. ირაკლი აბუსერიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რაგბიში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართული რაგბი რეგრესს განიცდის. აბუსერიძის თქმით, საქართველოს რაგბის კავშირის თავმჯდომარეს გოჩა სვანიძეს კავშირის წესდება  საკუთარ ინტერესებზე იმგვარად აქვს მორგებული, რომ მან და მისმა გუნდმა თანამდებობები მუდმივად შეინარჩუნონ:

"ბატონი გოჩა იურისტია, მაგის შექმნილია, მაგის ხელთ დაწერილი წესდებაა და ჩემზე მორგებული არ იქნება. ხმების დათვლა მორგებული აქვთ, რომ მუდმივად იყვნენ. უსამართლობაა, რომ 2 წლის შექმნილი და 50 წლის შექმნილი გუნდი თანაბარი ხმებითაა," - განაცხადა აბუსერიძემ.

მისი განცხადებით, რაგბის კავშირის ქონების განკარგვაც ვიწრო ჯგუფის გადაწყვეტილებების შესაბამისად ხდება, რაც მისი თქმით, უსამართლობაა:

"გინდაც მიწას შევეხები, ვიწრო ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ მიწა უნდა გაყიდულიყო, რომელიც ბავშვების მიწა იყო არა მარტო მზიურში, არამედ გლდანშიც და დღეს კიდევ მინუს 5 მილიონ ლარამდე ვალით ვიწყებთ, მაშინ მითხარით სამართლიანობა სადაა," - განაცხადა აბუსერიძემ.

საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები 30 იანვარს გაიმართება.

დღის ამბები