სამძებრო სამუშაოები გრძელდება ცაგერში, სოფელ ჩხუტელში, სადაც ავტომობილი მდინარეში გადავარდა. მაშველებმა ორი გარდაცვლილის ცხედარს მიაგნეს, მესამეს კი ისევ ეძებენ. სამივე სოფელ ჩხუტელის მკვიდრია, ისინი მეზობლები იყვნენ. ცხენისწყლის არხში მიმდინარე სამძებრო სამუშაოებში აჭარიდან და იმერეთიდან მყვინთავებიც ჩაერთვნენ.
"დილიდან განახლდა სამუშაოები, ამინდი როგორც მოგვცემს საშუალებას, გავაგრძელებთ დაღამებამდე,"- განაცხადა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ.