ცაგერში, სოფელ ლაჯანაში სამაშველო სამძებრო ოპერაცია დასრულდა. მაშველებმა მდინარე ლაჯანურშიდან 25 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს. მას მდინარეში სამი დღე ეძებდნენ.
ახალგაზრდა სხვა 2 მამაკაცთან ერთად ლაჯანურჰესის არხში 3 დღის წინ ავტომანქანით გადავარდა. შემთხვევა სოფელ ჩხუტელში მოხდა. ავტომანქანაში 3 მამაკაცი იჯდა, მათგან ერთის ცხედარი მდინარიდან იმავე საღამოს, მეორე მამაკაცის ცხედარი კი 2 დღის წინ ამოიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინიტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე სამი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა სამაშველო ღონისძიებები.
წყალსაცავის მიმდებარედ რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მაშველთა ჯგუფები მუშაობდნენ. თბილისიდან შემთხვევის ადგილზე გაემგზავრა განსაკუთრებულ შემთხვევებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი შესაბამისი სპეცტექნიკით.
ოპერაციაში ჩართულები იყვნენ მყვინთავთა ჯგუფები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტბის ფსკერის წყალქვეშა მონიტორინგის სამუშაოებს სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ატარებდა.