09 ოქტომბერი 2024,   06:28
ვრცლად
35-ჯერ დარღვეული ზავი - უკრაინაში კვლავ საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს

უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში კვლავ დაძაბული ვითარებაა. ოფიციალური კიევის ცნობით, პრორუსმა სეპარატისტებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 35–ჯერ დაარღვიეს.

სამთავრობო ძალების პოზიციებს მებრძოლები ინტენსიურად ავძეევკასთან და შიროკინოსთან ბომბავდნენ, მათ იერიშს ლუგანსკის ოლქის ერთ–ერთ დასახლებაში მოხუცი ქალიც ემსხვერპლა.

პრორუსი მებრძოლები კი უკრაინელ სამხედროებს დონეცკის მიმართულებით საარტილერიო იერიშის განხორციელებაში ადანაშაულებენ.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ქალაქში ასეთი ინტენსიური სროლები მხოლოდ ზავის ამოქმედებამდე იყო.

მომხდარის შემდეგ სერგეი ლავროვი ეუთოს თავმჯდომარეს დაუკავშირდა და მინსკის შეთანხმების დარღვევის გამო ოფიციალურ კიევზე ზეწოლისკენ მოუწოდა.

დღის ამბები