09 ოქტომბერი 2024,   06:19
ვრცლად
ნეპალის მიწისძვრის შედეგად ევერესტის სიმაღლემ 3 სანტიმეტრით დაიკლო

ნეპალში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 7 000-ს გადააჭარბა, დაშავებულია 14 ათასზე მეტი ადამიანი.

მაშველები ნანგვერებში გადარჩენილების პოვნას უკვე გამორიცხავენ.

დღეს ოპერაცია განახლდა ევერესტის იმ მონაკვეთზეც, სადაც მაშველები გადაუღებელი წვიმისა და ნისლის გამო აქამდე ვერ ახერხებდნენ მისვლას. გავრცელებული ცნობით, მათ ადგილზე 50 ალპინისტის ცხედარი იპოვეს, კიდევ 200–მდე ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.

მეცნიერების მტკიცებით, 7,8 მეათედი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად ნეპალში რელიეფი შეიცვალა და ევერეტის სიმაღლემ თითქმის 3 სანტიმეტრით დაიკლო. 

 

 

 

დღის ამბები