20 აპრილი 2024,   07:22
ვრცლად
ქართველი მორაგბე ბექა ბურდიაშვილი ავტოკატასტროფაში დაიღუპა

საფრანგეთში ქართველი მორაგბე ბექა ბურდიაშვილი ავტოკატასტროფაში დაიღუპა - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მან საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა.

ადგილზე მისულ პოლიციას 28 წლის ბურდიაშვილი უკვე გარდაცვლილი დახვდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

სპორტსმენი სპორტულ კლუბ "გროლეტუაში" თამაშობდა. სპორტსმენის გარდაცვალების გამო კლუბმა დღეს დაგეგმილი მატჩი გადადო.

დღის ამბები