09 ოქტომბერი 2024,   06:23
ვრცლად
იტალიის სანაპირო დაცვა არალეგალების გადარჩენას ცდილობს

მასშტაბური სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს ხმელთაშუა ზღვაში. იტალიის სანაპირო დაცვა არალეგალი მიგრანტების გადარჩენას ცდილობს.

გავრცელებული ინფორმაციით, მაშველებმა სანაპირო ქალაქების პორტებზე უკვე გადაიყვანეს 3 ათას 700–მდე ადამიანი.

ოპერაცია ხმელთაშუა ზღვაში გუშინ საღამოს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს ამავე გზით იტალიაში მიგრანტები ცდილობდნენ შესვლას, თუმცა უამინდობის გამო ისინი შტორმში მოყვნენ და მათი გადარჩენა მაშველებმა ვერ მოახერხეს. უბედური შემთხვევის შედეგად 800–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები