21 დეკემბერი 2024,   18:54
ვრცლად
კობი ბრაიანტის უკანსკნელი ფრენა

ვერტმფრენი კალიფორნიის შტატის ქალაქ კალაბასის მახლობლად ჩამოვარდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამა-შვილი ბრაიანტის მიერ დაარსებულ საკალათბურთო "აკადემია მამბაში" მიფრინავდნენ.

ვერტმფრენი ჯონ ვეინის სახელობის აეროპორტიდან დილის 9:06 წუთზე აფრინდა და 40-წუთიანი ფრენის შემდეგ, ლოს-ანჯელესიდან 50 კილომეტრში ჩამოვარდა.

კატასტროფის მიზეზი ნისლი და ქარი გახდა. ვერტმფრენში 350 ლიტრი საწვავი ესხა, რაც საკმარისი აღმოჩნდა ასაფეთქებლად. ბორტზე მყოფი ცხრავე ადამიანი დაიღუპა. 

მომხდარი ტრაგედიის გამო NBA-ს, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ტურის ყველა შეხვედრა 24 წამით შეწყდა, ბრაიანტი 24 ნომრიანი მაისურით ასპარეზობდა. კალათბურთელები ემოციებს ვერ მალავდნენ, სპორტულმა დაპირისპირებამ ფორმალური ხასიათი მიიღო.

კობი ბრაიანტს სხვა სპორტის სახეობების წარმომადგენლებმაც მიაგეს პატივი, ნეიმარ ჟუნიორმა "ლილის" კარში გატანილი გოლი ბრაიანტს მიუძღვნა, დიეგო მარადონამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი​- შეხვედრამდე ლეგენდავ! ანალოგიურად მოიქცა კრიშტიანუ რონალდუ.

ლეგენდარული კალათბურთელის გარდაცვალება მთელმა მსოფლიომ განიცადა, სოციალური ქსელები კი მისი და მისი გოგონას ფოტოებით აჭრელდა.

დღის ამბები