18 ნოემბერი 2024,   10:40
ვრცლად
ბაგრატის ტაძრის გალავნიდან ტურისტი გადმოვარდა

ბაგრატის ტაძრის მოაჯირიდან ტურისტი გადმოვარდა. არსებული ინფორმაციით, 18 წლამდე ბიჭი რუსეთის მოქალაქეა.

თვითმხილველების თქმით, ბიჭი გალავანზე ფოტოების გადასაღებად ავიდა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა და სიმაღლიდან გადმოვარდა.

არასრულწლოვანს დაზიანებები აღენიშნება, ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ბავშთა განყოფილებაში გადაიყვანა.

დღის ამბები