საქალაქო სასამართლოში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ კალანდიას პროცესი გაიმართა. პროცესზე წარმოდგენილი იყო ვიდეომტკიცებულებები, მათ შორის, ისეთი შინაარსის ვიდეოები, რომელიც ასახავდა, როგორ დაკითხეს არასრულწლოვნები პოლიციაში.
"არც ერთ ჩვენებაში არ დასტურდება ბრალდებისთვის საინტერესო გარემოება, რომ მიხეილ კალანდია იყო სისხლით დასვრილი. ყველა მოწმე ცალსახად ასახელებს იმ პირებს, თუ ვინ იყვნენ სისხლიანი,“ - განაცხადა ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ.