21 დეკემბერი 2024,   18:39
ვრცლად
არის თუ არა საშიში ჩინეთიდან მიღებული ამანათი - კორონავირუსით უკვე 6 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

ჩინეთის 2 მოქალაქეზე ბათუმში მედიკოსებმა დაკვირვება შეწყვიტეს. ბიოლოგიური ნიმუშის კვლევის პასუხები ლუგარის ლაბორტორიამ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცოტა ხნის წინ გადაუგზავნა. ჩინეთის მოქალაქეებმა საქართველოს საზღვარი მაღალი ტემპერატურით და რესპირატორული ვირუსის მსუბუქი ნიშნებით გადმოკვეთეს. ორივე მათგანი უხანის მეზობელი ქალაქიდანაა.

კორონავირუსის პრევენციის ზომები ყოველდღიურად მკაცრდება საქართველოში. დღეს ჩინეთთან ავიამიმოსვლა ოფიციალურად შეწყდა. ტრანზიტული რეისებით შემოსულ მოქალაქეებს კი შესაბამისი შემოწმება უტარდებათ. განსაკუთრებული მონიტორინგია ჩინელების ჩასახლების ადგილებში. კორონავირუსის გავრცელების გამო, ამ ეტაპზე, საქართველოში ნაკლებად სარგებლობენ გამოწერის სერვისითაც, იმის შიშით, რომ ამანათი ლეტალური ვირუსის გამავრცელებელი არ იყოს. 

დაავადებათა კონტროლის ერონულ ცენტრში განმარტავენ, რომ ამანათი ვირუსის გადამტანი, მისი თავისებურებებიდან გამომდინარე, არ შეიძლება იყოს. ამ დროისთვის გავრცელებული დაავადება აირწვეთოვანი გზით გადადის და საგანზე მოხვედრის შემთხვევაში მალევე კვდება. 

ჩინეთში კორონავირუსს უკვე 132 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაინფიცირებულია 6000-ზე მეტი. ლეტალური ვირუსისგან თავის დასაცავად ჩინეთის სოფლების შესასვლელებში ადგილობრივები საკუთარი ძალებით ბარიკადებს აგებენ. სასტუმროებში კი ადამიანებს ვირუსის გავრცელების რისკების შესამცირებლად რობოტები ემსახურებიან. უხანში გრძელდება დაჩქარებული წესით საავადმყოფოს მშენებლობა.

დღის ამბები