30 დეკემბერი 2024,   20:26
ვრცლად
ბათუმში მყოფ ჩინეთის მოქალაქეებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ - ლაბორატორიული კვლევის შედეგები ცნობილია

ბათუმში მყოფ ჩინეთის ორ მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ - ლაბორატორიული კვლევის შედეგები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ნებისმიერი ვირუსი გამორიცხულია. 

"რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ პასუხი ორი ლაბორატორიული კვლევის შესახებ, კორონავირუსის თაობაზე. ორივე პასუხი არის უარყოფითი, ანუ პაციენტების შემთხვევაში გამოირიცხა არა თუ კორონავირუსი, არამედ ყველა გრიპისმაგვარი დაავადება.ისინი არიან სრულიად ჯანმრთელები და ეს, ლოგიკურიც იყო ვინაიდან მათ არანაირი ჩივილი, გარდა 37 გრადუსი ტემპერატურისა არ ჰქონიათ,"-აცხადებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძე.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჩინეთის მოქალაქეებმა აჭარა უკვე დატოვეს.

დღის ამბები