12 სექტემბერი 2026,   00:28
ვრცლად
ანა დოლიძემ "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესწავლა დაიწყო

იურისტმა ანა დოლიძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესწავლა დაიწყო.

რამდენად სწორად ხორციელდება პროექტები, მიზანმიმართულად იხარჯება თუ არა ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა და ემსახურება თუ არა განხორციელებული პროექტები ხალხის და სოფლის ინტერესებს - ამ მიზნით დოლიძე გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მზიანეთში ჩავიდა, სადაც პირდაპირი შესყიდვის წესით გამარჯვებულმა კომპანიამ 12 ათასი ლარის ფარგლებში 5 სკამი და ორი სავარჯიშო მოწყობილობა დაამონტაჟა.

დღის ამბები