საქალაქო სასამართლოში მომხდარი ინციდენტის მიუხედავად, რა დროსაც, ერთ-ერთმა მოქალაქემ ნიკა გვარამიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, სასამართლოში გიორგი რურუას პროცესი განახლდა. გიორგი რურუას ადვოკატი სწორედ ნიკა გვარამიაა.
საქალაქო სასამართლოს ეზოში გიორგი რურუას მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ოპოზიცია რურუას პოლიტიკური მოტივით დაკავებაზე საუბრობს.
"გვაქვს შუამდგომლობები მტკიცებულებათა დაუშვებლობასთან დაკავშირებით, პატიმრობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, აღკვეთ ღონისძიებას რაც შეეხება და ვნახოთ დანარჩენი სასამართლო პროცესზე. საგამოძიებო უწყებას არანაირი მტკიცებულება არ აქვს, ეს საქმე არის თავიდან ბოლომდე ფალსიფიცირებული და თავიდან ბოლომდე, სამართლიანი სასამართლოს პირობებში საქმე დაუშვებელი უნდა იყოს, ჩვენ აქ არ უნდა ვიყოთ და ნიკა რურუა არ უნდა იყოს საპყრობილეში და საერთოდ ბრალდებულის სტატუსი არ უნდა ჰქონდეს," - განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" აღმასრულებელი მდივანმა ლევან სამუშიამ.
ბრალდების მხარის განცხადებით, პროცესზე დააყენებს შუამდგომლობას გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით, რადგან არსებობს გარკვეული საფრთხეები, მათ შორის მიმალვის საფრთხე, ასევე არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის და მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე.