"ქუთაისის ბიუჯეტის ნახევარზე მეტი, 32 მილიონი, აქტივისტების ხელფასებზე იხარჯება"- ინფორმაციას "ევროპული საქართველო" ავრცელებს.
საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ბრიფინგზე სახელმწიფო აუდიტის დასკვნას გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ ის, რასაც მერია მალავდა, აუდიტმა გაასაჯაროვა. მათი თქმით, გაზრდილია პრემია-დანამატების ოდენობა და საწვავის ხარჯი.
"ქართული ოცნების" ბიუჯეტი, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ამტკიცებდნენ, "ქართული ოცნების" ბიუჯეტზე ნახევარზე მეტი, 50%-ზე მეტი, თავიანთი აქტივისტების შესანახად, ანაზღაურებაში იხარჯება. არასდროს არ გვაწვდიდა სრულ ინფორმაციას, თუ რა თანხები იხარჯებოდა მთლიანად მუნიციპალიტეტში, აიპებში, სიპებში და ა.შ. ანაზღაურების კუთხით," - განაცხადა "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, დავით გოგისვანიძემ.
მმართველ გუნდში კი აღნიშნულ ბრალდებებს დემაგოგიას უწოდებენ.
"აღნიშნული პიროვნებებიდან დემაგოგია და ხალხის შეცდომაში შეყვანა ჩვენთვის მიუღებელია, ჩვენი საზოგადოება და მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავს ჩვენს მიერ გაკეთებულ საქმეებს და მათ მიერ გაკეთებულ საქმეებს," - აცხადებს საპირისპირო მხარის წარმომადგენელი.