6 პირის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების საკითხზე უნდა იმსჯელოს დღეს სასამართლომ. საქმე ეხება ძმებ გიორგი და დავით ფეიქრიშვილების მკვლელობის მომზადებას.
ბრალდებულები სუს-მა უკრაინელ კოლეგებთან რამდენიმე თვიანი ერთობლივი მუშაობის შემდეგ აიყვანეს.
ორ დაკავებულს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მომზადებაში, დანარჩენს კი ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, დამზადებასა და გასაღებაში ადანაშაულებენ.