18 სექტემბერი 2026,   17:32
ვრცლად
ქუთაისის "ტორპედოს" თანამშრომლები და გულშემატკივრები გუნდის გადასარჩენად აქციებს იწყებენ

ქუთაისის "ტორპედოს" თანამშრომლები და გულშემატკივრები გუნდის გადასარჩენად აქციებს იწყებენ. ისინი დღეს რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე იკრიბებიან და ცარიელ მოედანზე უგულშემატკივრებენ "ტორპედოს", რითაც აჩვენებენ, რა საფრთხის წინაშეა გუნდი.

მათი თქმით, თუ სამ თებერვლამდე დავალიანება არ დაიფარება, გუნდი უმაღლესი ლიგიდან მე-4 ლიგაში გადავა, რაც გუნდის განადგურებას ნიშნავს.

გულშემატკივრები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში შიმშილობის დაწყებას აპირებენ.

დღის ამბები