09 ოქტომბერი 2024,   06:30
ვრცლად
დალასში ორი თავდამსხმელი მოკლეს

დალასში ორმა უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა შენობასთან, სადაც წინასწარმეტყველი მოჰამედის კარიკატურებისადმი მიძღვნილი კონფერენცია მიმდინარეობდა. იმ დროს საგამოფენო ცენტრში 70-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

სამართალდამცველებმა გახსნეს საპასუხო ცეცხლი, რომლის შედეგადაც ორივე თავდასხმელი მოკლულია. დაიჭრა ერთი პოლიციელი.

ღონისძიების ორგანიზატორი ამერიკის კონსერვატიული ორგანიზაცია იყო, რომელმაც წინასწარმეტყველი მოჰამედის საუკეთესო კარიკატურისთვის ჯილდოდ 10 ათასი დოლარი დააწესა. 

დღის ამბები