ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში სკოლაში ხანძარი გაჩნდა. სკოლის დირექტორის, ნელი ლიპარტიას ინფორმაციით, ცეცხლი ფიზიკის კაბინეტში გაჩნდა, დამწვარია ხელსაწყოები, ატრიბუტები და ოთახის ნაწილი.
"სავარაუდოდ, ელექტროსადენებს გაუჩნდა. დროულად მოვიდა სახანძროც, პოლიციაც. ცეცხლი მალევე ჩააქრეს და არავინ დაშავებულა, არც სხვა ოთახებზე გადასულა",- ამბობს დირექტორი.
სკოლაში სასწავლო პროცესი არ შეფერხებულა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე სამი სახანძრო სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.