09 ოქტომბერი 2024,   06:26
ვრცლად
დევიდ კამერონი ევროკავშირში წევრობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს

საყოველთაო საპარლამენტო არჩევნების წინ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი დევიდ კამერონი აცხადებს, რომ მისი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში ჩაატარებს რეფერენდუმს გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირში წევრობის შესახებ.

BBC-სთან ინტერვიუში კამერონმა აღნიშნა, რომ თუ მისი პარტია ვერ მიიღებს უმრავლესობას საკანონმდებლო ორგანოში, ის არ ჩაუდგება სათავეში კოალიციურ მთავრობას, რომელიც არ აიღებს პასუხისმგებლობას რეფერენდუმის ჩატარებაზე.

კამერონის კონსერვატიული პარტიის მთავარი კონკურენტები - ლეიბორისტები და ლიბერალ-დემოკრატები რეფერენდუმის ჩატარების წინააღმდეგნი არიან.

დღის ამბები