19 სექტემბერი 2026,   00:10
ვრცლად
"ტორპედოს" გულშემატკივრებმა და საფეხბურთო კლუბის თანამშრომლებმა აქცია გამართეს

ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე "ტორპედოს" გულშემატკივრებმა და საფეხბურთო კლუბის თანამშრომლებმა აქცია გამართეს.

სტადიონის ტრიბუნაზე შეკრებილებმა, "ტორპედოს" ჰიმნი შეასრულეს და გუნდში დარჩენილ ფეხბურთელებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

გულშემატკივრებმა დაშლის პირას მყოფი ისტორიული საფეხბურთო კლუბის არსებული მდგომარეობა გააპროტესტეს. მათი თქმით, თუ 3 თებერვლამდე პრობლემა არ მოგვარდა გუნდი უმაღლესი ლიგიდან მეოთხე ლიგაში გადაინაცვლებს.

"ტორპედოს" აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ მიმდინარეობს მუშაობა, რომ გუნდს სალიცენზიო ვადა გაუხანგრძლივდეს.

დღის ამბები