ხობში "შეცვალეს" აქტივისტებსა და "ქართული ოცნების" მაჟორიტარ დეპუტატ დაჩი ბერაიას ბიუროს თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა.
მოძრაობის წარმომადგენლებმა "ქართული ოცნების" მაჟორიტარ დეპუტატს სიმბოლურად სათმაშო ცხენი და სიგელი მიუტანეს. "შეცვალეს" აქტივისტები და "ქართული ოცნების" მაჟორიტარ დეპუტატ დაჩი ბერაიას ბიუროს თანამშრომლები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.
აქტივისტები ამ დრომდე რჩებიან მაჟორიტარის ბიუროსთან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.