09 ოქტომბერი 2024,   06:29
ვრცლად
თელავივში ეთნიკური ეთიოპიელების საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

ეთნიკური ეთიოპიელების საპროტესტო აქცია თელავივში პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. მას შემდეგ, რაც მომიტინგეებმა სამართალდამცველებს ქვების სროლა დაუწყეს, პოლიციელებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

მანამდე ათასობით ეთიოპიელმა ქალაქში მარში გამართა. ისინი პოლიციის მხრიდან ეთნიკური ჯგუფის მიმართ ძალადობას აპროტესტებდნენ. ანალოგიური დემონსტრაცია 1 მაისს იერუსალიმშიც გაიმართა და ისიც პოლიციასთან შეტაკებებით დასრულდა.

ისრაელის დედაქალაქში მომიტინგეები პრემიერმინისტრის რეზიდენციაში შეჭრას შეეცადნენ. ბენიამინ ნეთანიაჰუ ინციდენტის გამოძიების პირობას დებს.

დღის ამბები